კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანა სურგულაძე და ქრისტინე ჩაგანავა წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
19-07-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კვათანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ანა სურგულაძე და ქრისტინე ჩაგანავა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და შემდგომ წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203