ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის 7 წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა
19-07-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის შვიდ წარჩინებული მოსწავლე პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

პორტაბელური კომპიუტერები შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ:

  • მარიამ არაბიძე;
  • სალომე ხუჯაძე;
  • ელა ერგემლიძე;
  • გიორგი კირკიტაძე;
  • სანდრო კუპაშვილი;
  • ლაშა მაკარიძე;
  • ნუგზარ კუპატაძე.
„ვულოცავთ საგანმანათლებლო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური და რომელთა საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე), გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები ჩვენი სკოლის შვიდ მოსწავლეს.

ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მათგანს, ასევე ვულოცავთ პედაგოგებს, მათ მშობლებს. ახალგაზრდებო, თქვენი სახით ნამდვილად იზრდება საიმედო თაობა, რომლებიც ილიას სიტყვებს: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“- ო სანთლებად აინთებს.

მადლობა თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრს პროგრამის ორგანიზებულად განხორციელებისათვის“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203