გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
19-07-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში​ დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს, რომელთაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერ​ები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„გაუწყინარის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ, რითაც მათ კიდევ დამატებითი მოტივაცია მიეცათ სწავლების შემდეგ საფეხურებზე“,- აღნიშნულია სკოლის წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203