ხონის N3 სკოლის ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა მეშვიდეკლასელებმა პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე მასწავლებლებს მათი ქმნილება - „მერო“ წარუდგინეს
19-07-2022
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.
წლის ბოლოს სკოლაში შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.
შემაჯამებელ საბჭოზე თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა მე-7 კლასელებმა პრეზენტაცია ჩაატარეს, დამსწრე საზოგადოებას მათი ქმნილება - „მერო“ წარუდგინეს და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებული ცოდნა წარმოაჩინეს.
„წლის ბოლო შემაჯამებელი პედაგოგიური საბჭოს სხდომა და ჩემი საამაყო გუნდი: უჭკვიანესი, გონიერი და შრომისმოყვარე ბავშვები და მასწავლებლები.
მე-7 კლასელებმა მასწავლებლებთან - შორენა ქავზინაძესთან და ანგელინა ეფრემიძესთან ერთად ხელოვნური ინტელექტის შექმნისკენ ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. პრეზენტაცია ჰქონდათ და აღფრთოვანებული დავრჩით მათი ქმნილებით. „მერომ“ პირველი სიტყვა თქვა გამარჯობაო და გაგვიღიმა. ჩვენი ყოჩაღები მადლობა გაწეული შრომისთვის წინ ბევრი წარმატება გველოდება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს