გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ გედენიძე და ბექა ჯურხაძე თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო მსახიობებად დასახელდნენ
19-07-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ და ამ მიზნით, სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეები „მაკ ჯორჯიას“ თეატრალურ ფესტივალში წარმატებით მონაწილეობდნენ, სადაც საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს.

თეატრალური ფესტივალის ჟიურიმ სკოლის მოსწავლეები - მარიამ გედენიძე და ბექა ჯურხაძე საუკეთესო მსახიობ მოსწავლეებად დაასახელა.

აღნიშნული ჯილდოს მიღება არამხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის მეტად ამაღელვებელი იყო. 

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას და  „მაკ ჯორჯიას“ კი ჩატარებული ფესტივალისთვის მადლობას უხდის.

„გილოცავთ ბავშვებო. ახალი წარმატებები მინდა გისურვოთ. მადლობა რეჟისორს, ნიკოლოზ ჯანგავაძეს. მადლობა „მაკ ჯორჯიას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203