ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მშობლებმა პედაგოგ ხათუნა ჯანაშვილს მადლობის სიგელი გადასცეს
19-07-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით და საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.
მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს განსაკუთრებული ღონისძიებითა და ემოციებით გამოემშვიდობნენ. მშობლებმა დაუღალავი შრომისა და ღვაწლისათვის ამაგდარ დამრიგებელს, ხათუნა ჯანაშვილს მადლობის სიგელი გადასცეს.
პედაგოგმა კი თავის მხრივ, საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცა და ერთად გატარებული წლებისთვის მათდამი სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატა.
„დასრულდა ლამაზი და დაუვიწყარი ოთხი წელი. ჩემო პატარებო, წინ მრავალი საინტერესო, ბედნიერი და სასიამოვნო დღე გელოდებათ გისურვებთ წარმატებებს!
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს იმ ნდობისა და სიყვარულისთვის, რასაც ოთხი წლის მანძილზე ვგრძნობდი.
მადლობა სკოლის დირექციას მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის.
ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით!“, - ვკითხულობთ დამრიგებლის, ხათუნა ჯანაშვილის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს