ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ნებაძე წარჩინებით სწავლისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა
19-07-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ანასტასია ნებაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

​„თაობები, რომლებიც ორმაგად მოტივირებულები არიან იყვნენ წარმატებულები და იბრძოლონ უკეთესი მომავლისთვის!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203