საჩხერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დასრულდა
19-07-2022
აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის ბოლოს კი სკოლაში შთამბეჭდავი და ამავდროულად, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს.
საზეიმო ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოებას არც მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დავიწყებია და მოსწავლეებმა თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
წლის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით სკოლის შიდა და გარე ტერიტორია განსაკუთრებულად მორთული იყო, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო მეტად ამაღლებდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს