„ჯანსაღი ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“- ჩიხის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ექიმს უმასპინძლეს
19-07-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლაში „ზოგადი განათლების რეფორმის“ ფარგლებში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია“ განხორციელდა.
2 ივნისს, პროექტის ფარგლებში სკოლაში მიწვეულ ექიმ- ნარკოლოგ, მეგი წიგნაძესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
სტუმარმა მოსწავლეებთან ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ისაუბრა. მან მოსწავლეთა და მასწავლებელთა შეკითხვებსაც უპასუხა.
„მადლობა ქალბატონ მეგის ასეთი საინტერესო, შინაარსიანი და გულთბილი შეხვედრისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.