„ჩემი ქვეყნის სიმბოლოები“ - თელავის N9 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
19-07-2022

თელავის N9 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას სიღრმისეული განათლება მისცეს. მათ შორის, საგანი - „მე და საზოგადოება“ სკოლის დაწყებით კლასებში დიდი ინტერესითა და ხალისით ისწავლება.

პედაგოგმა, ნინო ფოთოლაშვილმა, თემის - „ჩვენი ქვეყნის სიმბოლოები“ შესწავლის შემდეგ მეოთხეკლასელებს საინტერესო პროექტი შესთავაზა. 

პროექტის - „ჩემი ქვეყნის სიმბოლოები“ ფარგლებში მოსწავლეებს უნდა შეექმნათ კლასის დროშა, გერბი და ჰიმნი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ. მასწავლებლის მოთხოვნა ერთადერთი იყო - მაქსიმალურად უნდა წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები, ნამუშევრები უნდა ყოფილიყო ინოვაციური და შემოქმედებითი.

პრეზენტაცია სკოლის სააქტო დარბაზში 2 ივნისს გაიმართა. პატარებმაც და დამსწრე საზოგადოებამაც ისიამოვნა ნამუშევრების პრეზენტაციით. მოსწავლეებმა დამსახურებული საჩუქრებიც მიიღეს.

„მადლობა ბავშვებს, მადლობა ნინო მასწავლებელს! საუკეთესო თაობა მოდის. გვჯერა, სკოლას კიდევ ბევრჯერ გაახარებენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203