„გიწვევთ ჭიქა ყავაზე“- შუა ამაღლების საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება
19-07-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვის საინტერესო, შემეცნებითი და ამავდროულად, მრავალფეროვანი გარემო იყო შექმნილი.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში ღონისძიება „გიწვევთ ჭიქა ყავაზე“ ჩაატარეს.
მეექსვესკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას ყავის დადებით-უარყოფითი თვისებები და მისი სწორად მოხმარების წესი გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი მარინა სახარულიძე გახლდათ.