ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა საგინაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა
18-07-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა საგინაძეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
ლაშა საგინაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებას ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.