შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისათვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
18-07-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ზაზა ფერაძის სახელობის შორაპნის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - ანი გაჩეჩილაძეს, ნია გაჩეჩილაძეს, რამაზ მახათაძეს, მარიამ სულაკაძეს, გიორგი გურგენიძეს, საბა​ აბრამიშვილს, ნინი​ პარფენოვს და რუსუდან ​ციციშვილს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისათვის დაჯილდოვდნენ.

სკოლის დირექცია მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და წინსვლას უსურვებს. 

„დირექცია ულოცავს - გაჩეჩილაძე ანის, გაჩეჩილაძე ნიას, მახათაძე რამაზს, სულაკაძე მარიამს, გურგენიძე გიორგის, აბრამიშვილ საბას, პარფენოვ ნინის, ციციშვილ რუსუდანს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებას“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203