ნიგვზარის საჯარო სკოლის წარმომადგენლები საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6-თვიანი კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
18-07-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის წარმომადგენლები საზოგადოებრივი ჯანდაცვის 6-თვიან კამპანიაში წარმატებით მონაწილეობდნენ.

კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდთან“ პარტნიორობით მიმდინარეობდა.

10 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტში ჩართული ნიგვზარის საჯარო სკოლის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

ღასან ხალილი - გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში

ლია კაპლანი - USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის ოფისის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი და მოხალისეები ქვეყნის მასშტაბით.

პროექტში აქტიური ჩართულობისა და მიღწეული წარმატებისათვის სკოლის თანასწორგანმანათლებელი, ნინო ლაბაძე სამახსოვრო სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

„მადლობას ვუხდით საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და არასამთავრობო ორგანიზაცია, „ჰელფინგ ჰენდის“ დირექტორს, თინათინ მესხს, ასეთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტში ჩართვისათვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203