დაშტაფის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ატაჯ თალიბოვას პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა
18-07-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ატაჯ თალიბოვა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203