„ჩვენი მწვანე მომავალი“- ლესის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
18-07-2022

გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში პროექტი „ჩვენი მწვანე მომავალი“ განხორციელდა. მასში VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ქოთნის ყვავილები დარგეს და გარემო გაალამაზეს. 

გარდა ამისა, მათ ინტერვიუს მეთოდით სასკოლო საზოგადოება გამოკითხეს. მიღებული შედეგები კი პროექტის ფარგლებში წარადგინეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

პროექტის ხელმძღვანელები ნანა რამიშვილი და სალომე ზაქარეიშვილი იყვნენ.

„პროექტის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეების ინიციატივით, ჩატარდა კვლევა. მაღალი კლასის მოსწავლეებმა გამართეს მინი ლექციები სხვადასხვა კლასებთან.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, გამართეს დისკუსია და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203