მარნეულის N1 სკოლაში პირველკლასელებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
18-07-2022
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში მომავალი პირველკლასელებისთვის ღია კარის დღე მოეწყო.

პირველკლასელები სასკოლო გარემოს და პედაგოგებს გაეცნენ. სკოლაში მათთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა.

შთამბეჭდავი ზეიმი პირველი და მეოთხე კლასების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ამ დღისთვის განსაკუთრებულად მორთული და გალამაზებული იყო. ცოდნის კარს, ბავშვები სულ მალე შეაღებენ და სადაც მრავალფეროვანი, შემეცნებითი და სახალისო გარემო დახვდებათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203