სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნა საინტერესოდ შეაჯამეს
18-07-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო, მრავალფეროვანი და შემეცნებითი გარემო იყო შექმნილი.
დაწყებით კლასებში წაკითხულის გაგება - გააზრებაზე აქტივობები ხშირად ტარდებოდა. მოსწავლეებმა მთელი წლის განმავლობაში წაკითხული კლასგარეშე მასალა ტესტური სავარჯიშოებით შეაჯამეს.
ასევე, ნიჭიერმა მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა მათემატიკაშიც შეამოწმეს.
„სადმელის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, სასწავლო წლის დამთავრებას!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს