
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
მათ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის გუნდმა ახალი ინტერაქციული თამაში - „არჩევნეთი“ (Electionville) გააცნო.
თამაშის მონაწილეებმა საკრებულოს წევრების როლები მორგეს და გადაწყვეტილების მიღების სიმულაციურ პროცესში ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თავიანთი არგუმენტირებული მოსაზრებები დააფიქსირეს, პრობლემებზე ისაუბრეს, პოლიტიკური ალიანსები შექმნეს და გადაწყვეტილებები მიიღეს.
აქტივობაში ყველა მონაწილიე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო.
ფოტო - ევროპულ-ქართული ინსტიტუტის facebook-ის გვერდი.
იხილეთ ფოტოები: