მერჯევის საჯარო სკოლაში ფერადი, მხიარული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა
18-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო აქტივობები ეძღვნებოდა.

მათ შორის იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ ასფალტი მოხატეს და მცირე წარმოდგენა გამართეს. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„ბავშვთა დღეს გილოცავთ, ბედნიერება და სიხარული ჩვენს პატარებს,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203