ტყემლანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმოდ დაასრულეს
18-07-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით კლასში ანბანის გაცილების ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. მათ ანბანსა და დედა ენაზე ლექსები და სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველი კლასის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ც.კაპანაძის სადამრიგებლო პირველი კლასის და ნ. ბერიძის მეოთხე კლასის მოსწავლეები.
მათ დამრიგებელმა აჩუქრად წიგნები გადასცა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ წიგნი არის ინფორმაციის მნიშვნელოვანი საშუალება, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის იარაღი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203