„ვეცდები ჩემი ღირსეული სამშობლოს, ღირსეული შვილი ვიყო“- დაბლაციხის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს, თორნიკე ძნელაძეს კომპიუტერი გადაეცა
18-07-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლე, თორნიკე ძნელაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა.

სკოლა თორნიკე ძნელაძეს სწავლაში მოპოვებულ წარმატებას ულოცავს და უსურვებს შემდგომ წინსვლას, შემოქმედებით დატვირთულ ცხოვრების დიდ გზაზე.

„ჩემი ეს დიდი გამარჯვება თითოეული პედაგოგის უდიდესი დამსახურება და შრომის შედეგია. დიდი მადლობა მათ ამისთვის; ასევე, მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს მშობლებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა და დიდი ჯილდო. ვეცდები ჩემი ღირსეული სამშობლოს, ღირსეული შვილი ვიყო. ვასახელო დაბლაციხის საჯარო სკოლა, ჩემი აღმზრდელები, ჩემი მშობლები. მადლობა თქვენ ჩემო საყვარელო ხალხო“, - აღნიშნავს წარჩინებული მოსწავლე თორნიკე ძნელაძე.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203