ალგეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს, გულჩი კარაევას კომპიუტერი გადაეცა
18-07-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეს გულჩი კარაევას პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.
მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს სკოლაში წარმატებას უსურვებენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.