მისაქციელის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, დამრიგებელთან ერთად, დაუვიწყარი და ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს
18-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

მოსწავლეებმა განვლილი წლები შეაჯამეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და პედაგოგს დაემშვიდობენ. 

მათი მასწავლებელი მარინა ვაჭარაძე იყო.

სკოლაში პედაგოგის ღვაწლს აფასებენ და მას, გაწული შრომისთვის უდიდეს მადლობას უხდიან.

„ადამიანს ხშირად სჭირდება ლამპარი, რომ წუთისოფლის ბნელი გაანათოს! ყველაზე მეტად ბნელს „უხილავი საუნჯის“ ცოდნის ლამპარი ფანტავს! ადამიანურობის, ურთიერთსიყვარულის, სიკეთის ლამპარი... და იცით მარინა მასწავლებელო, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი პატარების თქვენდამი სიყვარულით და ნდობით ანთებული თვალები რას ამბობენ? - რომ ასეთი ჩირაღდანი ნამდვილად აანთეთ მათ სულებში.
მარინა მასწავლებელო უდიდესი მადლობა თავდაუზოგავი შრომისათვის. მადლობა, რომ იყავით ჩვენი პატარების ნამდვილი მეგზური და მასწავლებელი, კარგი ფსიქოლოგი და მეგობარი. მადლობა, რომ მეცნიერულ მწვერვალევზე ასაფრენად ფრენა ასწავლეთ, ცხოვრების მღვრიეში სამომავლოდ წარმატებულად სავალი გონება გაუვარჯიშეთ. სიკეთის მარცვლების აკენკვა ასწავლეთ, რომელიც ნამცეცებადაა სამყაროში გაბნეული. მადლობა, რომ ისწავლეს არა მარტო ქართული ანბანი, არამედ საფუძველი აქვთ ცხოვრების ანბანში კარგად გასარკვევად. გეფერებით დიდი სიყვარულით და პატივისცემით“,- წერიაქეთი ინაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203