დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის 5 მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
18-07-2022
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის 5 მოსწავლე - ანა მოსიაშვილი, თამარ ქაჩლიშვილი, ანა ლიქოკელი, შალვა ბურდული და მარიამ გონჯილაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

თიანეთის რესურსცენტრის უფროსმა, ბატონმა ირაკლი ზვიადაურმა მოსწავლეებს ჯილდო საზეიმოდ გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203