გაიცანით, ზედაეწერის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები
18-07-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარჩინებული სწავლით მუდამ გამორჩეულები არიან.

სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლე - მარიამ კვიციანი და საბა ხაბურზანია პროგრამის-  „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

ასევე, ზედაეწერის საჯარო სკოლას ორი მედალოსანი - გვანცა კვანჭიანი და გიორგი საჯაია ჰყავს, რომლებიც დამსახურებულ ჯილდოს მოთმინებით ელიან.

„კომპიუტერის მფლობელებს ვულოცავთ მიღებულ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებებს. ესახელებინოთ ჩვენი სკოლა ყველგან და ყოველთვის“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203