დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები კონფერენციაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
18-07-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო წლის დასრულების მიუხედავად მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას კვლავ აქტიურად განაგრძობენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე პროექტში, ზოგადი განათლების ფარგლებში „ახალი სკოლის მოდელი“ კონფერენციაში მონაწილე სკოლები და პედაგოგები ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, იამზე სვანიძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
„ჩვენთვის სიახლეები საინტერესოა; ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს