„წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“- ციხისძირის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
18-07-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა. 

კურსდამთავრებულებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე ტრადიციული თეთრი მაისურებით შეაბიჯეს. სკოლაში საზეიმო განწყობა იყო შექმნილი.

კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, სასიამოვნო დრო გაატარეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სურვილები გაცვალეს.

მათ სკოლა დამეშვიდობა და წარმატებები უსურვა.

„ჩვენი კურსდამთავრებულები მე-12 კლასი. წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203