„ბედნიერი დასვენება, ჩვენი სკოლის ნათელო მომავალო“- სორმონის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
18-07-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ისინი, პედაგოგებთან ერთად, სკოლაში შეიკრიბნენ, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, განვლილი წლის შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო იყო შექმნილი. პედაგოგები მათ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავდნენ. 

„ბედნიერი დასვენება, ჩვენი სკოლის ნათელო მომავალო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203