„გარე განათების სისტემა“​- ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
18-07-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

სკოლამ ზოგადი განათლების რეფორმის STEAM ექსპერტების მიერ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შესაბამისად მომზადებული STEAM პროექტებიდან „გარე განათების სისტემა“ აარჩია და შეასრულა. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში კონფერენცია ჩატარდა. იქ მოსწავლეებმა პროექტის განხორციელებისათვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია და STEAM პროექტის შედეგად მიღებული პროდუქტი „გარე განათების სისტემა“ წარადგინეს.

პროექტის ხელმძღვანელი მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ანა ჭანტურიძე იყო. მასში სხვა მასწავლებლები მათემატიკის უფროსი პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე და ფიზიკის უფროსი მასწავლებელი ირმა თურქაძე ჩაერთნენ. 

პროექტში მონაწილე მოსწავლეები იყვნენ: ელა ერგემლიძე (მე-11 კლასი), სალომე ხუჯაძე  (მე-11 კლასი) და მალხაზი თურქაძე (მე-11 კლასი).

მოსწავლეები და მასწავლებლები სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203