დაგვას საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა
18-07-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე -  ანა გუნთაიშვილი, ლუკა ბერიძე, თამარ ჯინჭარაძე და ალექსანდრე სიდიროპულო პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203