„სკოლა ამაყობს თქვენით!“ - ვარძიის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
18-07-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლუკა აბჟანდაძე, საბა აბჟანდაძე, სესილი ხიჯაკაძე, გიგა მაისურაძე და ბაჩუკი ღონღაძე საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულების გამო დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ მათ ამ ორმაგად ძვირფას საჩუქრებს. გაგემართლებინოთ მშობლების, მასწავლებლების და მთელი ქვეყნის იმედები. გისურვებთ წარმატებას მომავალში! ვარძიის სკოლა ამაყობს თქვენით!“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203