„მისი წარმატება გვახარებს და სიამაყით გვავსებს“- თერჯოლის N2 სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს, არქიტექტორ გიგა მაკარიძეს გვაცნობს
18-07-2022
თერჯოლის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე და კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წინსვლას საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს - გიგა მაკარიძეს გვაცნობს.
გიგა მაკარიძემ უმაღლესი განათლება ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე მიიღო. დღესდღეობით, ის საკუთარი არქიტექტურული კომპანიის დირექტორი და მთავარი არქიტექტორია.
აღსანიშნავია, რომ მან სტუდენტობის დროს, სკოლისთვის ლოგო შექმნა. გარდა ამისა, თერჯოლის საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ ლოგოც მას ეკუთვნის.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
„მას ბავშვობიდან უყვარდა ხატვა, იყო არაერთი კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორი და პროფესიადაც შესაბამისი დარგი - არქიტექტურა აირჩია, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. გიგას მიერ შექმნილ ლოგოს ახლაც სიამაყით ატარებს სკოლის ყველა გულშემატკივარი და მოსწავლე. მის მიერ შესრულებული პროექტები საკმაოდ ორიგინალური სიტყვაა არქიტექტურაში. ოცდაექვსი წლის ასაკში მიღწეული წარმატება გვახარებს და სიამაყით გვავსებს. ბევრი ასეთი სიხარული ვუსურვოთ გიგასა და მის ოჯახს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს