ხეოთის საჯარო სკოლის წარმატება გარემოსდაცვით კონკურსში 
18-07-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები სასწავლო წლის მანძილზე არაერთ გარემოსდაცვით, აქტივობას, კონკურსსა თუ ღონისძიებას სთავაზობდნენ.

მათ შორის, სკოლის მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ პროექტ - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „გაამწვანე სკოლის ეზო“. სკოლა კონკურსში მონაწილეობისა და სასარგებლო შედეგის მიღწევისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

„კიდევ ერთი, დამსახურებული სერტიფიკატი ხეოთის საჯარო სკოლას! ორგანიზაციის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „გაამწვანე სკოლის ეზო“. წლის განმავლობაში მონაწილეობისა და სასარგებლო შედეგის მიღწევისთვის! ბევრი წარმატება ჩვენს ლამაზ მოსწავლეებს და სკოლას!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203