თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები STEAM პროექტების გამოფენაზე წარმატებით წარდგნენ
18-07-2022

თბილისის N108 საჯარო სკოლაში 2021 -2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცეს. სასწავლო წლის მანძილზე მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, თუ გასართობ სკოლის შიდა და გარე ღონისძებას, აქტივობას და პროექტს სთავაზობდნენ. მოსწავლეებიც ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.

მათ შორის, თბილისის N108 სკოლის მოსწავლეები წარმატებით წარდგნენ STEAM პროექტების გამოფენაზე.

სკოლის მოსწავლეებმა - საბა აბდალაძემ, ლაშა ყიფშიძემ და ლალი სურმავამ გამოფენაზე საინტერესო მაკეტი წარმოადგინეს. 

სკოლის დირექტორი მაია მღვდელაძე მოსწავლეებს შემდგომ წარმატებას უსურვებს. 

„ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში განხორციელდა STEAM პროექტების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც წარადგინეს შექმნილი მაკეტი. შემდგომი წარმატება საბა აბდალაძეს, ლაშა ყიფშიძეს, ლალი სურმავას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203