ხონის N1 საჯარო სკოლის პროექტმა - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, გრანტი მოიპოვა
15-07-2022
მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის პროექტმა - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, გრანტი მოიპოვა. 

სკოლა ხონის ახალგაზრდული იდეის გამარჯვებული გახდა. შედეგად, საინიციატივო ჯგუფმა გამოყოფილი თანხით სპორტული ინვენტარი შეიძინა. 

აღნიშნული ინვენტარის გადაცემის დღეს, სკოლაში ფრენბურთსა და ტენისში პირველი სპორტული შეჯიბრი გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

მონაწილეებს ადმინისტრაციამ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ავთო ხობუა ესწრებოდა. მან სკოლასა და მოსწავლეებს წარმატება მიულოცა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვების არაფორმალურ აქტივობებში ჩართვა. მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სხვადახვა საგრანტო პროექტებში და დღევანდელი დღეც მათი კიდევ ერთი წარმატების დასტურია. მადლობა საინიციატივო ჯგუფის წევრებს და მათ მასწავლებლებს ინტერესისთვის, აქტიურობისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტულ აქტივობებში აქტიურად ჩართვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სკოლის დღის წესრიგში ყოველთვის დგას“,- წერს სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203