ლეღვანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნინო შარიქაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დასაჩუქრდა
15-07-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ნინო შარიქაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.