ბორის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
15-07-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის 5 წარჩინებული კურსდამთავრებული - სერგი მაჭავარიანი, გიორგი შავიძე, ზურა ავალიშვილი, გიგა ბერაძე და თამთა პავლაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ ამ ჯილდოს, გისურვებთ გესწავლოთ, გეშრომოთ და მუდამ დაგფასებოდეთ თქვენი მონდომება.

მართალია ცოტა დაგვიანდა, მაგრამ ძალიან ძვირფასი საჩუქარია და უღრმესი მადლობა სახელმწიფოს, რომ მსგავსი პროგრამა არსებობს.

უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის პედაგოგებს, დირექციას დაუღალავი ზრუნვისთვის, თქვენი დამსახურებაა ჩვენი მოსწავლეების წარმატება“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ სერგი მაჭავარიანმა, გიორგი შავიძემ, ზურა ავალიშვილმა და გიგა ბერაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრეს, თამთა პავლაძე კი 2020-2021 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულია. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203