სახალვაშოს საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს - მარი ზოიძესა და გიორგი ქარცივაძეს კომპიუტერები გადაეცათ
15-07-2022
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპები გადაეცათ. 

კომპიუტერები მარი ზოიძემ და გიორგი ქარცივაძემ დაიმსახურეს. ისინი წარჩინებული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეები არიან. 

მათ სკოლაში ამ წარმატებას ულოცავენ და ამაყობენ.

„აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრომ დაჯილდოვა მარი ზოიძე და გიორგი ქარცივაძე. მათ გადაეცათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული პორტატული კომპიუტერები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203