ბარდუბნის საჯარო სკოლამ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა
15-07-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის საჯარო სკოლამ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა. 

აღსანიშნავია, რომ ბანაკში ჩართული სკოლები მოსწავლეებს მონაცვლეობით მასპინძლობენ. 

გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობა, როგორიცაა ინტელექტუალური შეჯიბრები, სპორტული ღონისძიებები, გასართობი თამაშები, საცეკვაო და მუსიკალური ნომრები, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და სხვა. 

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„ამჯერად, ბარდუბნის საჯარო სკოლამ იტვირთა ორგანიზატორის სიმძიმე და წარმატებითაც გაართვა თავი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203