სადახლოს N1 საჯარო სკოლის 12 წარჩინებულ მოსწავლეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, ლეპტოპი გადაეცა
15-07-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპი გადაეცათ. 

კომპიუტერები 2019-2020 და 2020 - 2021 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის 12-მა კურსდამთავრებულმა დაიმსახურა. ისინი წარჩინებული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეები არიან. 

მათ კომპიუტერები და სერტიფიკატები სკოლის დირექტორმა აიას ხუდიევმა გადასცა.

მოსწავლეებს სკოლაში ამ წარმატებას ულოცავენ და ამაყობენ.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს. მომავალშიც წარმატებას ვუსურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203