განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე საჯაია სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
15-07-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მათე საჯაია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.

სკოლის დირექტორი ნინო ჯიბლაძე და მასწავლებლები მათე საჯაიას წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203