სკურას საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - შოთა სტამბოლიშვილი და ვლად ჯინჭარაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ
15-07-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლის 2019-2020 - 2020-2021 სასწავლო წლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები - შოთა სტამბოლიშვილი და ვლად ჯინჭარაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203