„იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ ასახელებ ჩვენს სკოლას“- აფხაზეთის N1 სკოლის წარჩინებულ მოსწავლე გიორგი სანიკიძეს კომპიუტერი გადაეცა
15-07-2022
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლე გიორგი სანიკიძეს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპი გადაეცა.
ის წარჩინებული, ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეა. მისი დამრიგებელი პედგოგი თინათინ ჯღარკავაა.
მას სკოლაში ამ წარმატებას ულოცავენ და ამაყობენ.
„გიორგი, ამაყი ვარ და მიხარია, რომ შენი ნიჭიერებითა და მიზანდასახული შრომისმოყვარეობით წარმატებებს აღწევ! გილოცავ, რომ „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში" გახდი კომპიუტერის მფლობელი. მჯერა შენი! ვამაყობ შენით! იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებ ჩვენს სკოლას ახალ-ახალი გამარჯვებებით“,- წერს დამრიგებელი თინათინ ჯღარკავა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს