ჩხარის N1 სკოლის ორი წარჩინებული მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა
15-07-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს - ანა ფართლაძეს და ნინო ფართლაძეს, რომლებმაც წარჩინებით დაასრულეს საბაზო საფეხური, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ანას და ნინოს და მომავალშიც ვუსურვებთ დიდ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203