ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერით დაჯილდოვდა 
15-07-2022

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის ხუთ წარჩინებულ მოსწავლეს, რომლებმაც საბაზო საფეხური 10 ქულაზე დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუქრდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  1. ირმა ბრეგაძე;
  2. ლიკა გოგოლაშვილი;
  3. გურამ თორთლაძე;
  4. შოთა ქასრაშვილი;
  5. გურამ ქარქაშაძე.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

​„ვულოცავთ, წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს, ვულოცავთ პედაგოგებს, მშობლებს. მართლაც საამაყო და საიმედო თაობა გვეზრდება მათი სახით. მადლობა თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ორგანიზებულად განხორციელებისათვის“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203