ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
15-07-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა თუმცა, პედაგოგები მნიშვნელოვან კონფერენციებში მონაწილეობას კვლავ აქტიურად და შემართებით განაგრძობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, მასწავლებელთა კონფერენცია, რომელშიც ქვიტირის საჯარო სკოლის პედაგოგები: თამარი​ გიგიაძე, ირინე ხარაბაძე, მიმოზა ჩოგოვაძე, ნატალია​ კრემეზნაია, თამარი​ კენჭოშვილი და კახაბერ ჩაკვეტაძე მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა კონფერენციაზე კახაბერ ჩაკვეტაძემ და თამარ გიგიაძემ პრეზენტაციები გააკეთეს. კონფერენცია ორგანიზაცია Key Consulting-ის ორგანიზებით ჩატარდა.

„ათასი სიცოცხლე არ მეყოფა ალბათ იმ სითბოს, სიყვარულის, თანადგომის, პატივისცემის გადასახდელად, რაც დღეს მე ვიგრძენი მასწავლებელთა კონფერენციაზე და ეს ყოველივე Key Consulting -ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ლიკა ლილე ოხანაშვილის და მის მიერ დაარსებულმა განათლების კლუბმა შეძლო. მადლობა ლიკა, მადლობა თქვენს გუნდს, მადლობა კლუბის ყველა წევრს...მადლობა და პატივისცემა დღევანდელი შეხვედრის ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს“, - ვკითხულობთ პედაგოგის, კახაბერ ჩაკვეტაძის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203