ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მინი ფეხბურთში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა
15-07-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები და აქტივობები იმართება. 

მათ შორის, სკოლაში გაიმართა სასკოლო სპორტული ფესტივალის შიდასასკოლო ტური მინი ფეხბურთში. მონაწილეობდნენ მე-5-მე-9 კლასის მოსწავლეები. თამაში ხალისიანად და აქტიურად წარიმართა.

გაიმარჯვეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა და დაჯილდოვდნენ სიგელით.

მოსწავლეების ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სასწავლო პროცესში მათთვის არაფორმალური განათლების სახით სპორტული აქტივობების შეთავაზება და სხვადასხვა აქტივობით წახალისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203