„ტერაქტების ანატომია საქართველოში“ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა
27-03-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად მწერალი და პუბლიცისტი მაყვალა ბერიანიძე იმყოფებოდა. მან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ტერაქტების ანატომია საქართველოში“.

მაყვალა ბერიანიძემ ისაუბრა საქართველოს უახლესი ისტორის შესახებ. სტუდენტებს მოუყვა ფაქტები პოლიტიკაში ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ. ისაუბრა საქართველოში 1991 წლის შემდეგ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებზე, რომელსაც ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მიეცა. 

„თითოეული ფაქტის შეფასების დროს უნდა გვქონდეს სათანადო მტკიცებულებები, რათა დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია მოვახდინოთ. თქვენ, როგორც იურისტებს, გთხოვთ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მანამ, სანამ საქმე დოკუმენტების მიხედვით არ გექნებათ შესწავლილი,“ - მიმართა ქალბატონმა მაყვალამ სტუდენტებს.

სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დასასრულს კი მაყვალა ბერიანიძემ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას თავისი წიგნები უსახსოვრა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203