„იყო და არა იყო რა“- ახალციხის N5 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა ზღაპრული ინგლისურენოვანი ღონისძიება
15-07-2022

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

პედაგოგმა ლელა ცაგარეიშვილმა, მე-4 კლასში, ინგლისურენოვანი ღონისძიება „იყო და არა იყო რა“…(Once upon a time) ჩაატარა.

კლასის დამრიგებელი პედაგოგი ლია აწყურელია. 

მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრების ინსცენირებები ინგლისურ ენაზე წარადგინეს. ისინი აქტივობაში დიდ მონდომებით, ინტერესიტა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა წარადგინეს ლექსები და სიმღერები ზღაპრებისა და ზღაპრული სამყაროს თემატიკაზე.
ღონისძიების პატარა მონაწილეებმა გამოავლინეს ინგლისური ენისადმი სიყვარული და მისი საუცხოოდ ფლობა. ბედნიერი და წარმატებული მომავალი მათ სწავლებისა და ცხოვრების ახალ საფეხურზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203